აქტუალური
აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთი ნავთობპროდუქტებს საექსპორტო ტარიფების გარეშე განათავსებს

 საქართველო, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთი ნავთობპროდუქტებს საექსპორტო ტარიფების გარეშე განათავსებს. საქართველოს ოკუპირებული რეგიონების სეპარატისტული რეჟიმების წარმომადგენლებმა მოსკოვში შეხვედრები გამართეს.

შეხვედრებზე შესაბამისი პროტოკოლებიც გაფორმდა. ახალი წესები 2019 წლიდან ამოქმედდება.

რუსეთმა აფხაზეთთან პროდუქციით ვაჭრობის ხელშეკრულება 2012 წლის 28 მაისს გააფორმა.