აქტუალური
„როსკოსმოსის“ ხელმძღვანელი დიმიტრი როგოზინი რფ-ის მთავრობასთან არსებული საავიაციო კოლეგიის შემადგენლობიდან ამოიღეს

 საქართველო, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. მთავრობის შესაბამისი განკარგულება სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზეა განთავსებული. „კოლეგიის შემადგენლობიდან ამოირიცხონ ბონდარევი ვ.ნ. (რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების ფედერაციის საბჭოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე), კრიკალევი ს.კ. („როსკოსმოსის“ აღმასრულებელი დირექტორი, მფრინავი-კოსმონავტი), როგოზინი დ.ო.“, - ნათქვამია დოკუმენტში.

კოლეგიის შემადგენლობიდან ამოიღეს, აგრეთვე, სსს „ილის“ ყოფილი ხელმძღვანელი სერგეი ველმოჟკინი და სსს „კორპორაცია ირკუტის“ გენერალური კონსტრუქტორი ოლეგ დემჩენკო.