აქტუალური
კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართოლომეოს I აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან და ЦРУ-სთან არის დაკავშირებული

 საქართველო, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. „უნდა შემოწმდეს, კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართოლომეოს I-ს აქვს თუ არა ფინანსური და ოპერატიული კავშირები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან და ЦРУ-სთან“, - განაცხადა ჟურნალ „Национальная оборона“-ს მთავარმა რედაქტორმა, იარაღით მსოფლიო ვაჭრობის ანალიზის ცენტრის დირექტორმა იგორ კოროტჩენკომ.

საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ფაქტები მეტყველებს პირდაპირი კავშირის შესახებ კონსტანტინოპოლის პატრიარქსა და გავლენიან ამერიკულ წრეებს და უწყებებს შორის, რომელთა რიცხვში არიან ისეთი პოლიტიკოსები, როგორიცაა ჯორჯ სოროსი, ბუშების და კლინტონების ოჯახები. კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანია მამა ალექს კარლუცოსი, რომელიც პასუხისმგებელია ამერიკის ბერძნული მართლმადიდებლური სამთავარეპისკოპოსოს საზოგადოებასთან ურთიერთობაზე. ის არის წმინდა ანდრია პირველწოდებულის ორდენის სულიერი მრჩეველი, რომელიც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ეგრეთ წოდებულ არქონტებს აერთიანებს. ასეთ ტიტულს კონსტანტინოპოლის პატრიარქი საერო პირებს ანიჭებს მათი დამსახურებებისთვის.

გარდა ამისა, მამა ალექსი არის ფონდის Faith: An Endowment for Orthodoxy and Hellenism აღმასრულებელი მრჩეველი, რომელიც აფინანსებს აშშ-ის ბერძნული მართლმადიდებლური სამთავარეპისკოპოსოს ინსტიტუტებს. შედეგად ეს ფონდი საბერძნეთში ამერიკის ზეგავლენის ერთ-ერთი ინსტრუმენტი გახდა. მამა ალექს კარლუცოსი მეგობრობს ბერძნული წარმოშობის ამერიკელ მილიარდერებთან, რის წყალობითაც ჯერ კიდევ 1990-იან წლებიდან შეძლო, თავის ხელში მოექცია აშშ-დან კონსტანტინოპოლში მიმავალი ფინანსური ნაკადების მართვა. ამის წყალობით ის ამერიკის ბერძნულ მართლმადიდებლურ სამთავარეპისკოპოსოში უმნიშვნელოვანესი ლობისტი გახდა. კარლუცოსი მეგობრობს აშშ-ის ექს-პრეზიდენტ ბუშ-უფროსთან, ყოფილ ვიცე-პრეზიდენტთან ჯო ბაიდენთან და თავისი ახლო მეგობრის, მულტიმილიონერ ჯონ კატსიმატიდისის მეშვეობით - ჰილარი კლინტონთან.

ეს ყველაფერი ერთმნიშვნელოვნად მოწმობს, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო აშშ-ის ელიტის და ძირითადი უწყებების პირდაპირი ფინანსური და პოლიტიკური კონტროლის ქვეშ იმყოფება. ამ კავშირების წყალობით პატრიარქი ბართოლომეოს I რუსეთის და მართლმადიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლაში მათი უნებისყოფო იარაღი გახდა.