უცხოეთი
რუსული მედია - ქერჩში მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილი პირი 22 წლის სტუდენტია (ვიდეო)

 საქართველო, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ქალაქ ქერჩში მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილი პირი 22 წლის სტუდენტია, რომელმაც თავდასხმის შემდეგ თავი მოიკლა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს (ვიდეო იხ. აქ).

რუსეთის მიერ ანექსირებული ქერჩის ერთ-ერთ კოლეჯში აფეთქება რამდენიმე საათის წინ მოხდა.

ბოლო მონაცემებით, ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18 – მდე გაიზარდა.

დაშავებულთა რიცხვი 50- ს აჭარბებს, მათგან 20 საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაჭრილთა უმეტესობა მოზარდები არიან.

1tv.ge