პოლიტიკა
„აღმოსავლეთ პარტნიორობა“ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მთავარი კომპონენტია - ფედერიკა მოგერინი

 საქართველო, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მთავარი კომპონენტია, – ამის შესახებ ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებისას საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა.

აღმოსავლეთ პარტნიორობა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მთავარი კომპონენტია. ეს მინისტერიალი არის შესაძლებლობა, განვიხილოთ არა მხოლოდ თანამშრომლობა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრებთან, არამედ ჩვენი საერთო სამუშაო მათთან“, – აღნიშნა ფედერიკა მოგერინიმ.

ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე დიპლომატები ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის ახალი სანქციების დაწესების მექანიზმს დაამტკიცებენ და „აღმოსავლეთ პარტნიორებთან“ მოლაპარაკებებს გამართავენ.