აქტუალური
პროკურატურა ლევან ყიფიანის ჩვენებას ასაჯაროებს

 საქართველო, 12 ოქტომბერი, საქინფორმი. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, თბილისის პროკურატურა ლევან ყიფიანის ჩვენებას ასაჯაროებს, – ამის შესახებ აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ლევან ყიფიანი თბილისის პროკურატურაში კიდევ ერთხელ, 2018 წლის 9 ოქტომბერს, მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა.

ამასთან, პროკურატურის ვებგვერდზე განთავსებულია ლევან ყიფიანის გამოკითხვის ოქმი.

გარდა ამისა, პროკურატურის განცხადებაში ლაპარაკია ზაზა ოქუაშვილის მეუღლის ნატო ჩხეიძის გამოკითხვაზეც, რომელიც 5 ოქტომბერს შედგა.

ამასთან, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ 2018 წლის 5 ოქტომბერს მოსამართლის წინაშე ჩვენება მისცაომეგა ჯგუფისდამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის მეუღლემ ნატო ჩხეიძემ, რომელმაც განაცხადა, რომ 2016 წლის 21-22 აპრილს, შპსოლიმპუსისსაბანკო ანგარიშიდან განაღდებული თანხა მოთავსებული და წაღებული იქნა ტოიოტას მარკის, სავარაუდოდპრადოსმოდელის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით III-333.

მოწმის განმარტებით, მას აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდა შპსოლიმპუსის’’ დირექტორმა .-, რომელმაც დაკითხვისას ასევე მიუთითა, რომ მან დაიმახსოვრა ავტომანქანის მარკის და სანომრე ნიშანი და მიუთითა იგივე მოდელზე და ნომერზე, რაზეც ნატო ჩხეიძემ ისაუბრა.

ამ ინფორმაციის საფუძველზე პროკურატურის მიერ შსს მომსახურების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, შსს სახელმწიფო სანომრე ნიშანი III-333 – 07.04.2014 წელს გაიცა მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე MERCEDES-BENZ ML 500, მესაკუთრე .., 19.10.2014 წელს აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებას შეეცვალა სახელმწიფო სანომრე ნიშანი და გაიცა სხვა სახელმწიფო სანომრე ნიშანი, ხოლო სახელმწიფო სანომრე ნიშანი III-333 ჩაბარდა სარეგისტრაციო განყოფილებას და განადგურდა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ამდენად, შსს-დან გამოთხოვილი ინფორმაციით, ეს ნომერი 2016 წელს არ იყო გაცემული ტოიოტას მარკის ანდა სხვა მარკის ავტომანქანაზე”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ოქმი