აქტუალური
კონსტანტინოპოლმა უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო

 საქართველო, 12 ოქტომბერი, საქინფორმი. ბერძნული საიტი ორთოდოქსია.ინფო თავის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წმინდა სინოდმა სხდომაზე კიევის საპატრიარქოს და უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის კანონიკური ეკლესიების სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

იგივე დაადასტურა საეკლესიო ახალი ამბების ბერძნული სააგენტო „რომფეას“ წყარომ.

იტყობინებიან, აგრეთვე, რომ მსოფლიო საპატრიარქოს სინოდმა კიევის საპატრიარქოსა და უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურებს ფილარეტს (დენისენკო) და მაკარს (მალეტიჩი) ანათემა მოხსნა.