სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მოქმედ სიჩქარის მზომ 18 სექციას კიდევ 6 დაუმატა

 საქართველო, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. საგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრომ დედაქალაქში სხვადასხვა ლოკაციაზე "ჭკვიანი კამერები" დაუმატა. ამ დროისთვის თბილისში ჯამურად 248 ე.წ. "ჭკვიანი კამერა," მათ შორის სიჩქარის მზომი 18 სექცია ფუნქციონირებს. სიჩქარის კონტროლის სისტემით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე 271 კილომეტრი საავტომობილო გზა კონტროლდება.

10 ოქტომბრიდან დედაქალაქში საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 6 სექცია შემდეგ ადგილებში ამოქმედდა:

1. კახეთის გზატკეცილზე, „ისთ ფოინთიდან. გრიგორაშვილის ქუჩამდე (ნებადართული სიჩქარეა 80 კმ/სთ);

2. .გრიგორაშვილის ქუჩიდანისთ ფოინთამდე“ (ნებადართული სიჩქარეა 80 კმ/სთ);

3. ევროპის ქუჩიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდე (ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ);

4. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის ქუჩის დასასრულამდე, (ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ);

5. .ხუდადოვის ქუჩის N-99-დან - .ხუდადოვის ქუჩის ბოლომდე, მოედნამდე (ნებადართული სიჩქარეა 40 კმ/სთ);

6. .ხუდადოვის ქუჩის დასაწყისიდან - .ხუდადოვის ქუჩის N-99-მდე (ნებადართული სიჩქარეა 40 კმ/სთ).

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, აგრძელებს „ჭკვიანი“ ვიდეოკამერების და სიჩქარის მზომი რადარების მთელი ქვეყნის მასშტაბით დამონტაჟებას. წლის ბოლომდე ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, როგორც მაგისტრალურ გზებზე, ასევე შიდა საქალაქთაშორისო გზებზე, დაგეგმილია ჯამში 1200 ჭკვიანი ვიდეოკამერის ამოქმედება.