აქტუალური
დღეიდან ბორჯომის ტყის აღდგენა იწყება

 საქართველო, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის თორნიკე გვაზავას ინფორმაციით, დღეიდან ბორჯომის ტყის აღდგენა იწყება.

როგორც მან განაცხადა, პირველ ეტაპზე, შემოდგომა-ზამთრის სეზონზე 250 ჰექტრის აღდგენა მოხდება და ნახანძრალზე ძირითადად კავკასიური ფიჭვი დაირგვება.

ბორჯომის ტყესთან დაკავშირებით მოსამზადებელი სამუშაოები ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. თავდაპირველად შეიქმნა კომპეტენტური კომისია, სადაც მეტყევეების გარდა შედიოდნენ ნიადაგმცოდნეები, გეოლოგები, არასამთავრობოები და .. სპეციალური კომპეტენტური დასკვნის შემდეგ დავიწყეთ გაწმენდითი სამუშაოები, რომელიც დავამთავრეთ რამდენიმე დღის წინ. ხვალიდან ვიწყებთ ნახანძრალ ტერიტორიაზე ხეების დარგვას. მოხდა პროექტის შედგენა და პროექტის მიხედვით, წელს შემოდგომის სეზონზე 144 ჰექტრამდე ძირითადად ფიჭვის სახეობაკავკასიური ფიჭვი დაირგვება”, – განაცხადა თორნიკე გვაზავამ.

მისივე თქმით, ტყის აღდგენის პროცესში ადგილობრივი მოსახლეობა ჩაერთვება.

რაც შეეხება თანხებს, თორნიკე გვაზავა აღნიშნავს, რომ პირველ ეტაპზე ტყის აღდგენისთვის დაახლოებით 200 000 ლარია განსაზღვრული.