პოლიტიკა
რუსეთს სურს, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობა ჰქონდეს, მაგრამ თუ ეს არ გამოდის, მაშინ უფრო შესაფერის მომენტს დაველოდოთ - გრიგორი კარასინი

 საქართველო, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოსთან უვიზო რეჟიმზე ფიქრობს. მისი თქმით, რუსეთ-საქართველოს უვიზო რეჟიმის პერსპექტივა დამოკიდებულია ჩვენს ქვეყნებზე.

პერსპექტივა დამოკიდებულია მხოლოდ ჩვენზე, ანუ საქართველოსა და რუსეთზე. თუ მოვაგვარებთ უსაფრთხოებასთან, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებულ საკითხებს, მაშინ ადრე თუ გვიან მივაღწევთ ძალიან გამარტივებულ რეჟიმს და, შესაძლოა, უვიზო რეჟიმსაც კი. პოლიტიკური წინააღმდეგობა ამისათვის არ არსებობს. გვსურს, რა თქმა უნდა, რომ ჩვენს ქვეყნებს სრულყოფილი დიპლომატიური ურთიერთობ ჰქონდეთ, მაგრამ თუ ეს არ გამოდის, მაშინ დაველოდოთ უფრო შესაფერის მომენტს. სავიზო საკითხზე ჩვენ ვფიქრობთ და ვმუშაობთ“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 45- რაუნდი მიმდინარეობს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა განაცხად, რომ შეხვედრები გაიმართა თანათავმჯდომარეებთან ეუთო-დან, გაერო-დან, ევროკავშირიდან და მონაწილეებთან აშშ-დან.