აქტუალური
„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ახალი მფლობელი „სი ბი ეს ჯგუფია“

 საქართველო, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. ყაზტრანსგაზ-თბილისის ახალი მფლობელი სი ბი ეს ჯგუფია“. ინფორმაცია პირველ არხს კომპანიაში დაადასტურეს.

გარიგებასთან დაკავშირებით „სი ბი ეს ჯგუფი განცხადებას ავრცელებს.

კომპანია WALTBAY LTD-, რომელიც საქართველოში რეგისტრირებული მსხვილი ქართული ბიზნესჯგუფისშპს სი ბი ეს ჯგუფის ნაწილს წარმოადგენს, უკვე მოაწერა ხელი ხელშეკრულებას და შპს ყაზტრანსგაზ-თბილისის 100%-იანი წილის მფლობელი გახდა.

საზოგადოების ინფორმირებისთვის კომპანია საჭიროდ თვლის განმარტოს, რომ ოფშორში რეგისტრირებული კომპანიის მეშვეობით წილის შეძენა ყაზახური მხარის მიერ გასხვისების პროცესის ტექნიკური ნაწილის გამარტივების გამო მოხდა და ჯგუფი შპს ყაზტრანსგაზ-თბილისის წილის საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიაზე გადმოცემას უახლოეს მომავალში განახორციელებს.

როგორც მოგეხსენებათ, 2017 წლიდან საქართველოს მთავრობასა და ყაზახურ კომპანიას შორის საერთაშორისო არბიტრაჟში დავა მიმდინარეობდა. დავის საგანი, ყაზახური მხარის მოთხოვნის მიხედვით, ზიანის ანაზღაურება გახლდათ, რომელიც 486 მილიონ ლარს აჭარბებდა. ამასთან ერთად, იზრდებოდა შპს ყაზტრანსგაზ-თბილისის სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანება, რომელმაც 96 მილიონი ლარი შეადგინა. დამატებით, 2018 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, შპს ყაზტრანსგაზ-თბილისს მფლობელი ყაზახური კომპანიების წინაშე 347 მილიონ 721 ათას 491 ლარის ოდენობის დავალიანება ერიცხებოდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მათივე ცნობით, კომპანია WALTBAY LTD-ის მიერ ყაზახი ბიზნესმენებისთვის შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ნასყიდობისთვის, წაყენებული წინაპირობა გახლდათ შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სახელმწიფოს წინაშე არსებული ვალდებულებებისგან გათავისუფლება და ყაზახი კრედიტორების მხრიდან „ყაზტრანსგაზ-თბილისისთვის“ ნასესხები 347 მილიონ ლარზე მეტი დავალიანების მოთხოვნის უფლების WALTBAY LTD -სათვის დათმობა, რაზეც ყაზახურმა მხარემ თანხმობა განაცხადა.

თუმცა, თავის მხრივ, საქართველოს მთავრობამ, ყაზტრანსგაზ-თბილისის სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანების პატიების სანაცვლოდ, ყაზახური მხარისგან საერთაშორისო არბიტრაჟში არსებული საქმის საქართველოს სასარგებლოდ მორიგებით დასრულება, ხოლო კომპანია WALTBAY LTD- დათმობილ 347 მილიონ ლარზე მეტ მოთხოვნაზე უარის თქმა მოითხოვა, რაც, საქართველოს მთავრობის განმარტებითვე, მომხმარებელთა დაცვას ემსახურებოდა. კომპანია WALTBAY LTD- და ყაზახმა კრედიტორებმა საქართველოს მთავრობის ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილეს, რის სანაცვლოდაც შპს ყაზტრანსგაზ-თბილისი გათავისუფლდა სახელმწიფოს წინაშე არსებული ვალდებულებისგან. კომპანია WALTBAY LTD მზადაა მის წინაშე არსებული გამოწვევებისა და დაკისრებული სოციალური პასუხისმგებლობისთვის, რაც მოსახლეობის ბუნებრივი აირით ხარისხიან და უსაფრთხო მომარაგებას გულისხმობს“, – აცხადებენ „სი ბი ეს ჯგუფში“.

სი ბი ეს ჯგუფი 2013 წლის 25 მარტს დაარსდა. ოფიციალურ საიტზე მითითებული ინფორმაციით, „სი ბი ეს ჯგუფისპარტნიორი კომპანიები არიან კავკაზუს ონლაინი“, „თბილისის მიკროავტობუსი“, შპს მობიტელი (ბილაინი), „ჯორჯიან სერვის ნეთვორქი და TÜV Rheinland. კომპანიის დამფუძნებელი ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია.