უცხოეთი
ჩინეთში დაკავებულმა მენ ჰუნვეიმ ინტერპოლის უფროსის თანამდებობა დატოვა

 საქართველო, 9 ოქტომბერი, საქინფორმი. ჩინეთში დაკავებულმა მენ ჰუნვეიმ ინტერპოლის უფროსის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინტერპოლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ინტერპოლის წესდების მიხედვით, ორგანიზაციას პირველი ვიცე-პრეზიდენტი უხელმძღვანელებს. ინტერპოლის გენერალური ასამბლეის 87-ე სესიაზე ახალ პრეზიდენტს ორი წლის ვადით აირჩევენ. გენერალური ასამბლეის 87-ე სესია დუბაიში 18-21 ნოემბერს გაიმართება.

მენ ჰუნვეის გადადგომამდე ცოტა ხნით ადრე ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ის ჩინეთშია დაკავებული. მას ანტიკორუფციული ორგანო კანონის დარღვევაში სდებს ბრალს.

მენ ჰუნვეი 29 სექტემბერს ჩინეთში გაემგზავრა და მას შემდეგ არ გამოჩენილა.

6 ოქტომბერს ინტერპოლმა ოფიციალურად მიმართა ჩინეთის მთავრობას და ორგანიზაციის დირექტორის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოსთხოვა.

1tv.ge