უცხოეთი
„მე დავაზუსტებ" – ზახაროვა ლუგარის ლაბორატორიაში რუსი ექსპერტების შესაძლო ვიზიტზე

 საქართველო, 8 ოქტომბერი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ჯერ არ იციან, ჩამოვლენ თუ არა საქართველოში რუსი ექსპერტები.

უსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ ეტაპზე არ იცის, ჩამოვლენ თუ არა რუსი ექსპერტები საქართველოში რიჩარდ ლუგარის სახელობის კვლევით ცენტრში საერთაშორისო სემინარში მონაწილეობის მისაღებად, განაცხადა Sputnik-თან უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლება რუს ექსპერტებს საერთაშორისო სემინარში მონაწილეობისთვის იწვევს, რომელიც საქართველოში 14–15 ნოემბერს გაიმართება, ადრე განაცხადა რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორ კარასინთან შეხვედრის შემდეგ.

„რაც შეეხება დასწრებას (რუსი ექსპერტების), დავაზუსტებ. რაც შეეხება ამერიკულ მხარეს, მე არ მინახავს, რომ ასეთი პასუხი მოვიდა, მაგრამ მე დავაზუსტებ“, – განაცხადა ზახაროვამ.

„ლუგარის ლაბორატორიის“ ირგვლივ ვნებათაღელვა, პრაქტრიკულად, მისი დაარსების დღიდან არ წყდება. ლაბორატორია არაერთხელ დაადანაშაულეს იმაში, რომ მისი მიზანია ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღის შექმნა, საშიშვირუსიანი შტამების შემოტანა. ყველა ამ ბრალდებას საქართველოს ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს.

ლაბორატორიის საქმიანობის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური სექტემბრის შუა რიცხვებში გახდა, როდესაც ამჟამად მოსკოვში მცხოვრებმა საქართველოს უშიშროების ყოფილმა მინისტრმა იგორ გიორგაძემ განაცხადა, რომ თბილისში, ლუგარის ლაბორატორიაში ადამიანებზე საიდუმლო ექსპერიმენტები ტარდება. მისი თქმით, მას აქვს ამის დამადასტურებელი დოკუმენტები.

მოგვიანებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მოსკოვი ამერიკულ მხარეს განმარტებას მოსთხოვს საქართველოში ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ, სადაც, შესაძლოა, ჩატარდა ექსპერიმენტები ადამიანებზე ლეტალური შედეგით.

ლუგარის ლაბორატორია 2011 წლის მარტში თბილისის გარეუბანში, „ალექსეევკის" დასახლებაში აშშ-ის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. თავდაპირველად ის იყო თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში, შემდეგ - შსს-ს, ხოლო ამჟამად ჯანდაცვის სამინისტროს ექვემდებარება.

sputnik-georgia.com