სამართალი
სპეციალური პენიტენციური სამსახური ვანო მერაბიშვილის მიერ კლინიკის დატოვების ვიდეოკადრებს ავრცელებს (ვიდეო)

 საქართველო, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. სპეციალური პენიტენციური სამსახური ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის მიერ კლინიკის დატოვების ვიდეოკადრებს ავრცელებს (ვიდეო იხ. აქ).

ვანო მერაბიშვილი კლინიკა „მედიქლაბში“ დამატებითი კვლევებისთვის იყო გადაყვანილი.

ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის მკურნალმა ექიმმა ელენე ხურციძემ განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილის მდგომარეობა სტაბილურია და შეშფოთების საფუძველი არ არსებობს. ექიმის თქმით, სიმსივნე გამოირიცხა და ამ დროისთვის ჰორნერის სინდრომის დიაგნოზზე მუშაობენ.

„კონსილიუმის შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება, გავაკეთოთ საძილე არტერიის ულტრასონოგრაფია, რომელიც ესაჭიროება პაციენტს. მისი მდგომარეობა სტაბილურია და მხოლოდ დაკვირვების რეჟიმში მკურნალობის გაგრძელებას საჭიროებს. მისი კლინიკაში დატოვების საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა ექიმმა.