პუბლიკაციები
გივი სომხიშვილი: პრეზიდენტის არჩევნები, ანუ თანამედროვე ყეინობა

     დღევანდელ ქვეყნის დამაქცევართა ზეობის ადამიანურ მანკიერებაში ხალხად თვლიან ევრო ატლანტიკური გარყვნილების მქადაგებელ ვირთხებს; არასამთავროებად წოდებულ ანტიეროვნულად მყეფავებს; უცხოეთიდან შებერილ საპნის ბუშტებით ზედაპირზე მოტივტივე ერთიმუჭა ქლესა, უზნეო ქარაფშუტათა პარტიებად წოდებულ მოლაყბეებს; ანტიეროვნულობბის ნიშნით ხელისუფლებაში შეტენილ გოშიებს. სხვა რა უნდა იფიქრო, როცა პარლამენტიდან აცხადებენ, რომ საქართველოს ევროპული გზა ხალხის არჩეულია. საწყალი ხალხი და მისი სახელის უზურპატორი ერის უბედურება ნაგავი. რით ადასტურებენ, რომ ნატო და ევროკავშირი ქართველი ხალხის ოცნებაა, სად გაგონილა ხალხი თუ ნორმალურად მოაზროვნე სულიერი თავის უბედურების ხახაში ასე უთავმოყვარეოდ მიძვრებოდეს; ყველა მატყუარა, ქვეყნის საციცოცხლო არტერიაზე პარაზიტად მომჯდარ ეგოისტ მიზანტროპს ყოველგვარი ანტიხალხურის ხალხის სახელით შენიღბვა ეხერხება და იმავე ხალხის სახელით უბედურებისაკენ ექაჩებიან ქვეყნის მართვის საჭეს.

     უბედურების მეტი რა მოუტანა ქართველ ხალხს ეროვნული მოძრაობის სახელით შენიღბულლმა და ნაციონალურ მოძრაობად შერყვნილმა ევროატლანტიკური ფსიქოზით შეპყრობილმა ნაგავმა. რა მოუტანა საქართველოს ყველა სიკეთის მოსპობამ, მისმა განუკითხავმა ლანძღვამ და შედეგად მოპოვებულმა დღევანდელმა სავალალო ყოფამ? ქართველი ხალხი ეკონომიკურად გაჩანაკდა, ფიზიკურად დასუსტდა, სულიერად დაკნინდა; საქართველო უმძიმესმა კრიზისმა მოიცვა, რაც დღემდე გრძელდება და მისი საშინელებიდან გამოსვლის არავითარი პერსპექტივა არ არის; მოიშალა სანაქებო ქართული ზნეობა.

     ყველა მანკიერების ბუდე და უბედურებათა სათავე საზარელი ქონებრივი უთანასწორობაა, როცა ცალკე პოლუსზე შექუჩებული სარეველად ქცეული მდიდართა კასტა ქვეყანას წონასწორობას უკარგავს და დაუზოგავად სპობს ყოველივე ადამიანურ ზნეკეთილობას. საზოგადოებას უბედურებად მოედო ბოროტი მანკიერებანი: ეგოიზმი, მომხოჭველობა, მეშურნეობა, გამცემლობა, ქვეყნის და ერის ინტერესებით კარიერისტული ამბიციების დაპურება. გამდიდრებისადმი გაუმაძღარმა ლტოლვამ მუხთალი, კარიერისტი ვიგინდარების სულში სიყვარული სიძულვილმა, სიკეთე ბოროტებამ შთანთქა. ამ ღალატით, შურით და ვერაგობით გათითოკაცებულობაში ერთიანი ეროვნული საამაყო ჩვევებისადმი ერთგულება და მისი დაცვის უპირველესი საპატიო გრძნნობა გააქრო და ევროატლანტიკური გარყვნილი, სქესობრივი სიბილწის ჩამოთესლების ვაგლახებად იქცნენ.

     მმართველ წრეებში გაბატონებულია საზარელი სულიერი სიღატაკე და ზნეობრივი სიმდაბლე. არ დარჩენილა არცერთი ადამიანური მანკიერება რომლითაც დღევანდელ პოლიტიკურ ნაგავს თავი არ ესახელებინოს. ფულზე და მსუყე არსებობაზე იცვლება განუკითხაობის ნებიერთა სული და სამშობლოს კეთილდღეობისათვის ზრუნვის ადამიანის ამ ქვეყნად მოვლინების უპირველესი მოვალეობა. მოხვეჭის აღვირახსნილ ძიძგილს თან მოსდევს თანამდებობის ბოროტად გამოყენება; ერის ინტერსების ღალატის ხარჯზე უცხოელებთან ლაქიობით ხალხზე მბრძანებლობის მოპოვება, მაბეზღარობა, სიხარბე, მუცლის მონობა, ღრეობა, ზნეობრივი გარყვნილება და სქესობრივი სიბილწე. ასეთია ზემოთ ხსენებული ხალხის სახელის უზურპატორი ნაგავის მონაპოვარი და ხელისუფლებაში ყოფნის მისი უარესი პერსექტივები.

     საქართველოს დღევანდელი სავალალო მდგომარეობა ხელისუფლებაში გამძვრალ უღირსთა უცხოეთის მიმართ სამარცხვინო ლაქუცის შედეგია. უბედურების მეტი რა მოგვიტანა ევროატლანტიკურად კუდის ქიცინმა და ევროპარლამენტში სასაცილოდ ქცეული საყველპურო ინგლისურით თავის გამოჩენის  მცდელობამ; ევროკავშირის და ჯვაროსან ტამპლიერებისგან გამონათხოვარი დროშების საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკად აფრიალებამ და მათ ფონზე ხელისყფალთა გაბღენძვამ; იმდენი რა გითხარით, რაც ეს ხალხის სურვილი იყო! კუდქიცინა, პურის ლუკმის მისაგდებად მუცელზე მხოხიალე ძაღლს წიხლის ამოკვრით აჯილდოვებენ, ამაყს და თავმოყვარეს კი აუგად ხელის აქნევასაც ვერ უბედავენ. ამათ კი ქართველი ერის თავმოყვარეობა და სიამაყე მათხოვარ ლაქიათა ყოფაზე გადაცვალეს, რამეთუ თავიანთ სამარცხვინო საქციელს ქართველი ხალხის სახელით ნიღბავენ, იმ ხალხის სახელით ყველაზე მძვინვარე და დაუნდობელი მტრის წინაშე ქედი რომ არ მოუხრია, საშინელი და გამანადგურებელი ბრძოლების პირობებში შექმნა მსოფლიოში ერთ-ერთი ბრწყინვალე დამწერლობა. მთელმა ევროპამ კი ლათინების შექმნილი დამწერლობა ჩამორჩენილი მოსწავლესავით ასე უზრუნველად გადაიწერა. ზოგიერთი გაუთლელ-გაურანდავი ევროპელი ბღენძი, ქართველი ხალხის კაცობრიობის საგანძურში შეტანილ წვრლილზე წარმოდგენა რომ არ აქვს, თავმოყვარეობადაკარგულ დღევანდელ კუდქიცინა პოლიტიკოსებად წოდებული სირცხვვილის შემხედვარე, თეთრკანიან პაპუასებს გვიწოდებენ იმ ერის შვილებს მსოფლიოში განუმეორებელი სიკეთის, სიყვარულის, ადამიანური ცხოვრების სპეტაკი სულის საგალობელი-„ვეფხისტყაოსანი“ რომ შექმნა და თაობებს ამ იდეების რწმენით აწრთობდა. დღეს კი ის საშინელი დაავადება შეჰყრია მსოფლიოს მბრძანებელი ლათინთა რომ აღგავა პირისაგან მიწისა.

     რა ჩამოთვლის იმ ღალატთან წილნყარ უბედურებას რაც ევროატლანტიკურ ფორანს უპატრონო დეკეულივით ადევნებულმა ვაი პოლიტიკოსებმა ევროპიდან შემოტნილი რეკომენდაციების თუ დავალებების დაკანონებთ ქართველ ხალხს თავს დაატეხეს.

     ვინც ქართული მიწების უცხოელებზე გაყიდვა დააკანონა და უამრავ უცხო ტომელებს საქართველოს მოქალაქეობა დაურიგა მაშინ, როდესც ქართველები ჯოჯოხეთად ქცეულ სამშობლოდან გარბიან და ქართველობა დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგა ერის და ბერის მოღალატე არ არის?! ყველაფერს აკეთებენ უცხოელების საქართველოში გასანებივრებელად, ყოვილივე ქართულის დასაკნინებლად და რუსთაველის იდეებზე ნაწრთობ თაობათა შთამომავლების გასარყვნელად, უზნეობით და სქესობრივი სიბილწით დასაბინძურებლად. ვინმე „დელფინა“, ძროხის ენა რომ ვერ ჩაუტევია პირში ბილწად შეთხზული სიმყრალით წამლავს ახალგაზრდების გონებას. ვაჟა ფშაველას, ილია ჭავჭავაძის, ლადო ასათიანის და ყველა ღირსეული ქართველის მაგინებელი ეს ამფიბია უნივერსიტეტში უზით და ქართული ზნეკეთილობის მყრალ უზნეობისკენ აბრუნებას ცდილობს. ნუთუ იმდენად დასუსტდა და დაბეჩავდა ქართველთა ერვნული სიწმინდეების და საამაყო ტრადიციებისადმი რაინდული სულის ქართველთა თავდადება, რომ ამ ვიბრიონებს ვეღარ უმკლავდება?!

     ფუტკრების ოჯახში მომრავლებულ მუქთახორა მამლებს მუშა ფუტკრები გარეთ ერეკებიან ოჯახი რომ გადაარჩინონ. ჩვენთან კი ეშმაკეული გარყვნილების მატარებელი პარაზიტები ისე მომრავლდნენ, რომ ერის გაძლიერება-გაჯანსაღებაზე ფიქრიც კი საეჭვო ხდება.

     ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ერთმორწმუნე რუსეთთან ურთირთობის მეგობრობის დონეზე მოგვარებაა საქართველოს გაბრწყინების საწინდარი. ფაქტიურად კი ყველაფერი საწინააღმდეგოდ კეთდება ევროატლანტიკურ სიცრუის მქადაგებელ თანამედროვე კახაბერ ყორღანაშვილთა მიერ სირცხვილის ბარტყ პოლიტიკოსთა აზრით თურმე ჩვენი ისტორიული მეგობარია, რუსეთი კი მტერი და ოკუპანტი. ვილოცოთ, რომ რუსეთი გამართულად იდგეს ფეხზე, თორე ევროატლანტიკური თვალთმაქცები ერთ დღეში ამოგვხდიან სულს. სხვა რა უნდა ეწოდოს ავღანეთში ამერიკის შემდეგ სიდიდით მეორეს საქართველოს სამხედრო კონტიგენტის არსებობას. კარგი, საქართველოს ხელისუფლებაში ანტიეროვნული ფსიხოზით დაავადებული ლაქიები ამგვარად იწონებენ თავს, მაგრამ შენ რომ ნატო გქვია და ამხელა სამხედრო პოტენციალი გაქვს, საქართველოს ასე გაბითურების არა გცხვენია?! აბა ფლავის დარიგება იყოს, მაშინ თუ დაუთმობდით საქართველოს ამერიკის შემდეგ მეორე ადგილს?! ამგვარად სოფლის ჭკუასუსტს შექებით და ყალბი დაპირებებით თვიანთ საქმეს მუქთად აკეთებინებენ ზოგიერთი უსინდისო თანასოფლელები.

     წინა პარლამენტში ევროპელთა რეკომენდაციებით თუ დავალებით ლესბოსელების და ხურუშიანთა კანონის მიღებით და პრეზერვატივებზე ყბედობით გამოიჩინეს თავი; შედეგად პრეზერვატივებზე ქართველთა საამაყო წინაპრების დახატვა დაიწყეს. ვიღაც ქართველი ფეხბურთელის ხურუშიანთა დროშით სამკლაურით თამაშს ამართლებენ ხელისუფლებაში მომსხდარი ბოსები და ამერიკაში ჩოხებში გამოწყობილი ორი ხურუშიანის დაქორწინებას რეკლამას უკეთებენ, გარყვნილ, ზნედაცემულ, სქესობრივად ბილწ მანიაკთა ნაჯღაბნებს ბეჭდავენ, პრემიებს აძლევენ და უცხოეთში კონკურსებზე აგზავნიან. ახალ პარლამენტზე წარმოდგენა რომ შეგექმნას შეხედავ მის თავჯდომარის ჩამოჩეჩილ კულულებს და დარწმუნდები რომ ფორმა ამართლებს შნაარსს.

     გამოჩნდა ხვთისნიერი კაცი-ალექსანდრე ებრალიძე დააწესა საუკეთესო ლიტერატურული ნაწარმოებებისათვის დავით აღმაშენებლის სახელობის პრემია. შედეგად ჭეშმარიტ მწერლობას ცოტა გამოცოცხლება დაეტყო ბიძნას გამოჩენისთანავე კი მიმინოსგან შეშინებულ ბეღურასავით გაქრა.

     უმადურობის ბანგით გაბრუებულნი დღეს ერთმორწმუნე რუსეთს აგინებენ. ვინც გადაგვარჩინა, მგლის ხროვასავით მტაცებელი ჩამოგვაშორა, გაგვაერთიანა, გაგვაძლიერა, ეროვნული სიამაყე დაგვიბრუნა და გაგვანებივრა, სანამ ისევ ქართველმა ეშმაკეულმა-შევარდნაძემ არ დაიწყო ქართველების სპეკულიანტებად მონათვლა და სახელის გატეხა. მეორედ მოსვლით კი ყველა უბედურებასთან ერთად ნაციონალური ჭირიც შეგვყარა.

     ისინიც ქართველები იყვნენ ყმებს შვილებს დეკეულივით რომ უყიდიდნენ და ამ ფულით მოწყობილ ღრეობაზე საქართველოს სადღერგძელოს დიდი ყანწით სვავდნენ. ერთიანი საქართველო დაშალეს, დააქუცმაცეს, მეფუკებად წამოსხდნენ და ერთმანეთს დაერივნენ. გარეშე მტერთან იმდენი არ უომიათ, რაც შინა კინკლაობაში ქართველთა სისხლი დააქციეს და ერი მოსპობის გზაზე შეაყენეს. იმათგან რით განსხვავდებიან დღევანდელი ევროატლანტიკურ უბედურებას ადევნებული ვაგლახები?! ვინ დათესა ქართველებს, ოსებს და აფხაზებს შორის უნდობლობის, ბოროტების და მტრობის თესლი, როცა ერთად ძმურად სიყვარულით და ურთიერთ პატივისცემით ვცხოვრობდით?!

     არცერთ ხელისუფლებას თითიც არ გაუტოკებია ოსებთან და აფხაზებთან მეგობრობის აღსადგენათ, თუ არა პირიქით. ცოტათი გამთბარ ურთიერთობას ნაციონალებმა ევროამერიკელი მწვრთნელების წაქეზებით ისეთი ბოროტების სამსალა დაასხეს, რომ გამთლიანება კი არა, საქართველოს დაქუცმაცების უბედურებამ თვალებში ჩაგვხედა. პრეზიდენტობის კანდიდატი ბაქრაძე ნაციონლაების მიერ ჩადენილი ყველა დანაშაულის მონაწილე რომ არის გაჰყვირის რომ ომი რუსეთმა დაიწყოო, გასაკვირი არ არის რამეთუ ნაცისტებისთვის სიცრუის ქადაგება სამარცხვინოდ არ ითვლება. რას ვიზავთ, „ქართულ ოცნებას“ უმადლოდნენ თორე თბილიში პარლამენტის სხდომათა დარბაზის დარბევისა და სხვა უარეს ბოროტებაში მონაწილეობისათვის პასუხს უნდა აგებდეს და ნაციონალური ჭირი აკრძალული უნდა იყოს.

     „ქართულ ოცნებას“ იმასაც ედავებიან, რაც ადრე შეგვპირდი, რომ არ სრულდებაო. ისე კი უცნაურია, როცა ოცნების რეალურად შესრულებას ვითხივთ. ავის და კკარგის ოცნებები რომ სრულდებოდეს, ან სამყარო მოისპობოდა ან სამოთხედ იქცეოდა. ოცნება იმიტომ ჰქვია, რომ რეალურთან არავითარი საერთო არ აქვს. ურემი ლაფში ჩაფლული თუ არის იოცნებე მიფრინავსო და პატარა შვებას იგრძნობ. ამგვარად ფარეხში ჩამოკიდებულ კატასავით აჩხავლებენ ევროპული არჩევის სიკეთეს. კატა ჩხავილით იღლება და გონზე მოსული ცხვარი ისევ იწყებს ბღავილს. ესენი კი ევროპული გზის ყალბ ყაყანს გაუთავებლად აგრძელებენ. ერთ მშვენიერ დღეს გაუსაძლისი ცხოვრებით გამწარებულთა ბღავილი ცრუპენტელათა ნებიერ განწყობას შეარყევს და მაშინ მიხვდებიან, რომ ხალხი ცხვრის ფარა არ არის.

     თანამედროვე ყველა არჩევნები იმ სააგურის უფროსის შეპირებას ემსგავსება მუსიკოსებს ყველა სიმღერის შეკვეთაზე ათას აგურს რომ ჰპირდებოდა, მეორე დღეს აგურის წასაღებად მისულმა მუსიკოსებმა ასეთი პპასუხი მიიღეს; თქვენ რომ უკრავდით, ხომ მსიამოვნებდა, მე აგურს რომ შეგპირდით, ხომ გესიამოვნათ, ჰოდა ბარი-ბარში ვართო. ამჟამად ბუტაფორიად ქცეულ პრეზიდენტობას ბაღდადის ბუზებივით დაესივნენ მისი მონადირების მსურველები. ყველაზე ძლიერად ნაციონალები ირჯებიან; იმდენი სატელიტე პარტიები მოიგონეს, ეტყობა სათაურები არ ეყოთ თორე არ გაჩერდებოდნენ მათი პრეზიდენტობის კანდიდატების სიმრავლე საფანტიანი თოფის სროლას გავს, იქნება რომელიმე მოახვედრონ და დამნაშავეთა შეწყალების უფლების გამოყენებას სათავისოდ ეზიარონ.

     ცხინვალის ავანტიურა დამოკლეს მახვილივით ჰკიდია ნაციონალების თავზე, რომელსაც ევროამერიკელი პატრონები იჭერენ და არავინ იცის, როდის გაუშვებენ ხელს. სალომე ზურაბიშვილს ეყო გამბედაობა და საქვეყნოდ აღიარა სიმართლე რომ ომი ნაციონალებმა დაიწყეს; დაესივნენ კიდეც უამრავი ბრალდებების შეკოწიწებით. ეს ავანტიურა უცხოეთის დავალებით მათი ლაქია ნაციონალების მოწყობილი რომ იყო მთელმა საქართველომ იცის, მაგრამ ვერც ერთი მაღალი პოსტის მქონე ადამიანი ამას ვერ აღიარებს, რადგან მრთლის მთქმელს ცხენი შეკაზმული უნდა ჰყავდეს. ვნახოთ, სალომე ზურაბიშვილს, ნაციონალთა განაწყენების გამო ცხენი დასჭირდება თუ არა.

     პრეზიდენტობის კანდიდატები კი ხვავრიელი დაპირებებით ცდილობენ იმათ გაბითურებას, ვინც ვერ ერკვევა ამ ყეინობაში ჩვენთან პრეზიდენტობა ის ფიტულია, რომელში შემძვრალს შეუძლია ყველაფერი იყბედოს და არაფერი აკეთოს, რამეთუ არც არაფერი ეკითხება. ისე კი თავმოყვარე ადამიანი არც იკადრებდა ამ ყვარყვარე თუთაბერის საოცნებო პრეზიდენტობას. რომლის მაძიებელთა ძიძგილი და გაწევ-გამოწევა გასაკვირი არ არის, რადგან გემრიელი ლუკმა გურმანებს იზიდავს. არადა დღევანდელმა პლასტელინა, მდიდარი სექსით მოტრაბახემ, ქართველთა გონებრივი შეზღუდულობის ზღაპრის ავტორმა, არასამთავრობოთა ჩარფუზანის აქტიურმა წევრმა და ვეტოს გამოყენების გამშარჟებელმა დაგვანახა, რომ ჩვენთან პრეიდენტის არჩევნები ყეინობაა და პრეზიდენტად არჩეული კი ის მამალი ფუტკარია ბიუჯეტის ხარჯზე ფუქსავატად რომ ფლანგავს ამ ქვეყნად მოვლინებას.