საქართველო, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. რუსეთის პატრიარქმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე ყველა მართლმადიდებელ ეკლესიას საგანგებო წერილი გაუგზავნა. კირილე მოუწოდებს სრულიად მართლმადიდებელ სამყაროს, უკრაინაში შექმნილ სიტუაციაზე დიალოგი დაიწყოს.
„რუსეთის პატრიარქის წერილში კიდევ ერთხელ არის განმარტებული მოსკოვის პოზიცია, რომელიც ე.წ. უკრაინული ავტოკეფალიის საკითხზე რუსეთის ეკლესიაში აქვთ, და ასევე ხაზგასმულია ის ნეგატიური შედეგები, რასაც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ნაბიჯები მოუტანს მართლმადიდებელი სამყროს ერთობას“, – განაცხადა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების უფროსის მოადგილემ ნიკოლაი ბალაშოვმა.
სულ მსოფლიოში 15 მართლმადიდებელი ეკლესიაა. მათ შორის უდიდესია რუსული.
შეგახსენებთ, მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ სექტემბერში განაცხადა. ბართლომეოსის თქმით, ოფიციალურ გადაწყვეტილებას უახლოეს ხანში მიიღებენ.