აქტუალური
ნინო ანანიაშვილი ბიძინა ივანიშვილისგან თანხას დღემდე იღებს

 საქართველო, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ მამუკა არეშიძე “ქართულ აზრთან” ინტერვიუში აცხადებს.

საინტერესოა, რომ თუ არ ვცდები, დღემდე ნინო ანანიაშვილი ბიძინა ივანიშვილისგან იღებს თანხას. 2012 წელს კი, როცა სააკაშვილმა ივანიშვილის ანგარიშების დაყადაღება დაიწყო და საზოგადოებამ გადაწყვიტა მისთვის ფულის შეგროვება, სპეციალურად გახსნილ ანგარიშზე ანანიაშვილის მამამაც შეიტანა ფული, თუ არ ვცდები 500 ან 1000 დოლარი. მაშინ ანანიაშვილმა თქვა: ბიძინა წლებია მეხმარება და მე არა მაქვს უფლება, ახლა არ დავეხმაროო. დიახ, ეს მისი ფული იყო, მამამისმა, ვახტანგ ანანიაშვილმა შეიტანა.

საინტერესოა, რომ ომის შემდეგ, მედვედევთან შეხვედრაზე მიშამ სწორედ გრიგოლ ვაშაძე წაიყვანა და არა ეკა ტყეშელაშვილი, თუმცა, მაშინ ისიც მოსკოვში იმყოფებოდა. როგორც ჩანს, მიშას მოტივი სწორედ ვაშაძის რუსული კავშირები იყო”, – აცხადებს არეშიძე.