სამართალი
საქართველომ აშშ-სგან „სტრატეგიული კომუნიკაციების გასამტკიცებლად“ 500 ათასი დოლარი მიიღო

 საქართველო, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მთავრობას 500 ათასი დოლარი გამოუყო ქვეყნის სტრატეგიული კომუნიკაციების გასამტკიცებლად“, განაცხადა საქართველოს მთავრობის თავმჯდომარემ მამუკა ბახტაძემ ოთხშაბათის ბრიფინგზე.

სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ჩვენ შევიმუშავეთ მოქმედების ძალზე მნიშვნელოვანი გეგმა ჩვენ მიმართ არამეგობრული ქვეყნების მხრიდან განხორციელებული აგრესიული პროპაგანდისათვის წინააღმდეგობის გასაწევად. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოყოფილი სახსრები მიმართული იქნება ჩვენი სტრატეგიული კომუნიკაციების გასამტკიცებლად, - თქვა ბახტაძემ.

მისი თქმით, სახსრები გადაეცემა საქართველოში მოქმედ ნატოს და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრებს. ისინი ხელს შეუწყობენ მოსახლეობის ინფორმირებასევროატლანტიკური ინტეგრაციის სიკეთეების შესახებ.