პოლიტიკა
საქართველოს არასდროს მოუწევს არჩევანის გაკეთება ტერიტორიულ მთლიანობასა და ნატოს წევრობას შორის - გენმდივანი სტოლტენბერგი

 საქართველო, 3 ოქტომბერი, საქინფორმი. ეს განცხადება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ყველა წევრი თანხმდება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი და ჩვენ შევთანხმდით, რომ ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საქართველო არასდროს დადგება არჩევნის წინაშე ტერიტორიულ მთლიანობსა და ნატო წევრობას შორის. ის გახდება ნატოს წევრი, როდესაც დააკმაყოფილებს ნატოს მოთხოვნებსა და სტანდარტებს. ჩვენ დავეხმარებით საქართველოს დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაში“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მან ასევე ილაპარაკა საქართველო ნატოს კომისიის სხდომაზე, რომელიც ბრიუსელში გაიმართება. იენს სტოლტენბერგის თქმით, საქართველო არის ალიანსის მნიშვნელოვანი პარტნიორი.

თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა. საქართველო არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მნიშვნელოვანი პარტნიორი. საქართველო ნატო მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია. ჩვენ ერთად ვმუშაობთ შავი ზღვის სივრცის უსაფრთხოებისთვის. ეს ნატო პრიორიტეტია“, - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

მისივე თქმით, კომისიის სხდომაზე ალიანსისა და საქართველოს თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა შავი ზღვის სივრცეში უსაფრთხოების მნიშვნელობას, განსაკუთრებით, რუსეთის მხრიდან სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდას.