აქტუალური
საბაჟო მონიტორინგის შესახებ შეთანხმებაზე კომიტეტის პირველი შეხვედრა უახლოეს მომავალში უნდა შედგეს - ზურაბ აბაშიძე

 საქართველო, 3 ოქტომბერი, საქინფორმი. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან შეხვედრაზე 2011 წლის საბაჟო მონიტორინგის შესახებ შეთანხმებაზე ისაუბრეს.

როგორც აბაშიძე ამბობს, შეთანხმდნენ, რომ დროა, ერთობლივი კომიტეტის პირველ შეხვედრაზე იფიქრონ.

გვქონდა ამ თემის საკმაოდ დეტალური განხილვა და შევთანხმდით, რომ უკვე დროა, ვიფიქროთ ერთობლივი კომიტეტის პირველ შეხვედრაზე. ეს შეხვედრა საქართველოს, რუსეთისა და შვეიცარიის წარმომადგენლობით უნდა შეიკრიბოს, კომიტეტი დაფუძნდეს და უნდა მიხედონ ამ პროექტის იმპლემენტაციას. ალბათ, ეს ასეც მოხდება.

ჩვენ დავეკონტაქტებით შვეიცარიელებს, რუსეთიდანაც დაუკავშიდებიან და ახლო მომავალში უნდა შედგეს პირველი შეხვედრა. ფორმალური მოსამზადებელი პერიოდი გავლილია. კონტრაქტები გაფორმებულია შვეიცარიულ კომპანიასთან. ეს კომიტეტი შვეიცარიაში უნდა შეიკრიბოს“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.