საზოგადოება
დიდი იმედი მაქვს, საქართველოში საარჩევნო კამპანია მხოლოდ ანტირუსულ ტალღაზე არ იქნება აგებული - კარასინი

 საქართველო, 2 ოქტომბერი, საქინფორმი. ჩვენ ყველა ის პოლიტიკოსი გვესიმპათიურება, ვინც ესიმპათიურება ქართველ ამომრჩეველს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა საქართველოს საპრეზიდენტო კანდიდატებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც კარასინმა პირველ არხთან საუბრისას აღნიშნა, იმედი აქვს, რომ საქართველოში საარჩევნო კამპანია მხოლოდ ანტირუსულ ტალღაზე არ იქნება აგებული.

კანდიდატების უმრავლესობა ჩვენთვის ნაცნობია. ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს საქართველოში არსებულ იმ პოლიტიკურ ატმოსფეროს, რომლის პირობებშიც ეს საპრეზიდენტო კამპანია მიმდინარეობს. დიდი იმედი გვაქვს, რომ კამპანია მხოლოდ ანტირუსულ ტალღაზე არ იქნება აგებული. რაც შეეხება კანდიდატებს, ჩვენ ყველა ის პოლიტიკოსი გვესიმპაიურება, ვინც ესიმპაიურება ქართველ ამომრჩეველს“, - განაცხადა გრიგორი კარასინმა.