აქტუალური
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიას“ რეგიონისთვის საშიშ და სახიფათო სიგნალს უწოდებს

 საქართველო, 2 ოქტომბერი, საქინფორმი. ქართული მხარე ადგენს სანქცირებულ პირთა სიას. სია ოსების და აფხაზების წინააღმდეგაა მიმართული. ეს შლის უკვე არსებულ მექანიზმებს და ძალიან საშიშია, ვინაიდან შეიძლება დადგეს საკითხი, საერთოდ საჭიროა თუ არა ინცდენტების თავიდან ასაცილებლად ასეთი მექანიზმები.

დიახ, ასეთი მექანიზმები საჭიროა და ჟენევის მოლაპარაკებებიც საჭიროა. სანქცირებულ პირთა სიები ცუდია და სახიფათო სიგნალია მთელი რეგიონისთვის, ვინაიდან ჩიხში შეჰყავს მოლაპარაკება და როგორც ხედავთ, ოსები და აფხაზები უარს ამბობენ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების შეხვედრებში მონაწილეობაზე. ეს საშიშია“, - განაცხადა კარასინმა.

ამასთან, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის გაერო-ში გამოსვლაზეც ილაპარაკა.

რაც შეეხება საქართველოს პრემიერის გამოსვლას, მე შეხვედრაზე ზურაბ აბაშიძესთან ვახსენე საქართველოს პრემიერის გამოსვლა და ის საკითხები, რომლებმაც ინტერესი და იმედგაცრუება გამოიწვია. ჩვენ ჟენევის მოლაპარაკებები გვაქვს მოსამზადებელი. გვინდა, ჟენევის მოლაპარაკებებმა კონსტრუქციულად ჩაიაროს. ეს მოლაპარაკებებიც საპრეზიდენტო არჩევნებამდე შედგება“, - განაცხადა გრიგორი კარასინმა.