უცხოეთი
ნიკოლ ფაშინიანი ილჰამ ალიევს ესაუბრა

 საქართველო, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ესაუბრა. ამის შესახებ ფაშინიანმა სოციალურ ქსელში დაწერა.

ფაშინიანი და ალიევი დუშანბეში მიმდინარე დსთ-ს სახელმწიფოთა მეთაურების შეხვედრაში მონაწილეობენ.

„დუშანბეში, ჩემსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის საუბარი შედგა. დეტალებზე ერევანში დაბრუნების შემდეგ ვისაუბრებ“, – დაწერა ფაშინიანმა.

დუშანბეს სამიტში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც მონაწილეობს.

1tv.ge