რელიგია
ათონის მთის მონასტრის წინამძღვარმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სასწაულმოქმედი ხატის ასლი უსახსოვრა

xati_usaxsovraათონის მთის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ეფრემმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ათონის მონასტრის შვიდი სასწაულმოქმედი ხატიდან ერთის, ღვთისმშობლის მანუგეშებელი ხატის ასლი უსახსოვრა. 
"გიბოძებთ ამ ხატს, რათა გაიხსენოთ ათონელი მამების სიყვარული თქვენდამი და ქართველი ერისადმი", - მიმართა არქიმანდრიტმა ეფრემმა უწმინდესს. მისივე თქმით, გაოცებულია პატრიარქისადმი ქართველების სიყვარულით. "ჩვენ ყოველთვის გულთან ახლოს მიგვაქვს ქართული სამწყსოს გულისტკივილი. პირველი, რასაც ჩვენთან ჩამოსული ქართველები გვთხოვენ, არის – ილოცეთ ჩვენი პატრიარქისთვის. 
ჩვენ გვესმის, რომ უწმინდესი არის წონასწორობის გარანტი როგორც საზოგადოებრივ, ისე პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში", - ბრძანა არქიმანდრიტმა ეფრემმა და დასძინა, რომ ათონის მთის წმინდა მამები ყოველთვის ლოცულობენ ილია მეორისთვის.