სამართალი
მე მოვითხოვ ხელისუფლების გადადგომას! - პაატა ბურჭულაძე

 საქართველო, 27 სექტემბერი, საქინფორმი. მე მოვითხოვ ხელისუფლების გადადგომას, ეს მავნებლები უნდა წავიდნენ, – ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ პარლამენტთან აქციაზე განაცხადა.

ბურჭულაძე ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის აქციას შეუერთდა.

მგონია, რომ ყველა ვალდებულია, გაქვთ თუ არა გაქვთ იმის დრო, რომ აქ იდგეთ, ერთხელ მაინც გამოიაროთ დღის განმავლობაში, რადგან აქ არის გაუთავებელი პანაშვიდი. პანაშვიდი არის არა მარტო შვილმკვდარი მამების, არამედ საქართველოს სამართლის პანაშვიდი. მე აქციაზე ვარ ახლა. მე ყოველდღე გამოვივლი აქ და ვიქნები ხუთი წუთით მაინც. უბრალოდ მოვედი, რათა იგრძნონ, რომ ვიღაც არის მათ გვერდით. ეს საჭიროა, ხალხო. სანამ თქვენს ოჯახებში მოვა, ეს საჭიროა. მიხედეთ ამ ხალხს. მე სანამ თბილისში ვარ, ყოველდღე შემოვივლი აქ. მე ვერ ვიტყვი, რომ საათობით შემიძლია აქ ყოფნა, რადგან ფონდიიავნანამისახედია. იქაც ისეთივე ტერორია, როგორც აქ. მე ზაზას მოთხოვნას არ ვემხრობი, მე თვითონ მოვითხოვ ხელისუფლების გადადგომას. ეს აუცილებელია. ეს მავნებლები უნდა წავიდნენ საერთოდ”, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.