აქტუალური
გიორგი კვირიკაშვილი EBRD-ის საერთაშორისო მრჩეველი გახდა

 საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს ექსპრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან ხელშეკრულება გააფორმა.

ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა bm.ge-ის განუცხადა. მისი თქმით, მან EBRD-თან კონტრაქტი რამდენიმე კვირის წინ დადო.

ექსპრემიერის განმარტებით, თანამშრომლობაში მოიაზრება ევრობანკის ეგიდით უზბეკეთის მთავრობისთვის დახმარების გაწევა საჯარო და კერძო სტრუქტურებს შორის დიალოგის პლატფორმის შექმნაში, რომელიც საქართველოში ევრობანკის ინიციატივით შექმნილი ინვესტორთა საბჭოს გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს.

გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან 13 ივნისს გადადგა. ის ამ პოსტს 2015 წლის ბოლოდან იკავებდა.

50 წლის კვირიკაშვილის კარიერის დიდი ნაწილი საფინანსო და საბანკო სექტორებში საქმიანობას უკავშირდება. 2012 წელს ივანიშვილის კოალიციასთან ერთად ხელისუფლებაში მოსვლამდე ის პოლიტიკაში ერთხელ უკვე იყო. 1999–2004 წლებში პარლამენტშიახალი მემრჯვენეებისწევრი გახლდათ და პარლამენტის ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო. 2006–2011 წლებში ის ბიძინა ივანიშვილის ბანკქართუსხელმძღვანელობდა.