აქტუალური
საქართველოდან სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტი სარემონტო სამუშაოების გამო 2 დღით შეჩერდა

 საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. გაზპრომ არმენიას პრესსამსახურის ცნობით, საქართველოდან სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტი შეჩერდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ოფიციალურად აცნობაგაზპრომ არმენიას“, რომ ჩრდილოეთ კავკასიის გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, 24-დან 26 სექტემბრამდე სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტი შეჩერებულია. სომხეთის მოსახლეობა ბუნებრივ აირს შიდა რეზერვების ხარჯზე დაუბრკოლებლად მიიღებს”, – ნათქვამია „გაზპრომ არმენიას“ განცხადებაში.

სომხეთი ბუნებრივ აირს მხოლოდ რუსეთისგან ყიდულობს. მის განაწილებას სომხეთში „გაზპრომის“ შვილობილი კომპანია „გაზპრომ არმენია“ ახორციელებს.