უცხოეთი
ჯონ ბოლტონი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ სირიისთვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის გადაცემა დიდი შეცდომა იქნება

 საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. რუსეთის მიერ სირიისთვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის, C-300-ის გადაცემა დიდი შეცდომა იქნება, ამის შესახებ უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა განაცხადა. ჯონ ბოლტონის თქმით, რუსეთმა გადაწყვეტილება უნდა შეცვალოს, რადგან სირიაში საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის განთავსება რეგიონში ვითარების დესტაბილიზაციას გამოიწვევს.

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებით, ირანის აგრესიული ქმედების გამო, ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, აშშ კი დაძაბულობის შემცირებას ცდილობს.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა 24 სექტემბერს თქვა, რომ ისრაელის ავიაციის მოქმედების გამო რუსული ეკიპაჟის დაღუპვამ, მოსკოვს უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღება აიძულა. სერგეი შოიგუს განცხადებით, სირია რუსულ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს ორი კვირის განმავლობაში მიიღებს.

1tv.ge