აქტუალური
საქართველომ თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო სისტემის განვითარების მხრივ ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა - ელიზაბეთ რუდი

 საქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის უჭერდა მხარს თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო სისტემის განვითარებას და აღსანიშნავია, რომ საქართველომ ამ მხრივ ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა“, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა თბილისში გახსნილ სტრატეგიული კომუნიკაციების ფორუმზე -მრავალმხრივი მიდგომების შემუშავება საქართველოს დემოკრატიული ნარატივის გასამყარებლად განაცხადა.

ჩვენ დავაკვირდებით საარჩევნო პროცესსა და არჩევნებს სხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით. გარდა ამისა, საელჩოს ექნება სადამკვირვებლო მისია და იმედი გვაქვს, ეს იქნება კიდევ ერთი თავისუფალი არჩევნები“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.