სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კახეთში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

 საქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული დ.ლ. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ .- მიმდინარე წლის 23 სექტემბერს თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბანში მდებარე მსხვილფეხა საქონლის ბაზრობაზე ურთიერთშელაპარაკებისას სოფელ ყარაჯალაში მცხოვრებ, 1986 წელს დაბადებულ .- ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით.