პოლიტიკა
საქართველო, რომელიც ავღანეთში უკვე წარმოდგენილია 950–კაციანი სამხედრო კონტიგენტით, დამატებით არტილერისტთა 11–კაციან ჯგუფს გააგზავნის, - ნათქვამია ინიციატივაში, რომელსაც პარლამენტი უახლოეს ხანებში დაამტკიცებს.
ნოემბერში თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 20 ქართველი ინსტრუქტორის გაგზავნა იგეგმებოდა.
თებერვალში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საუბრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მზადაა დამატებითი ძალები გააგზავნოს ავღანეთში, ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციაში.