სამართალი
ეკლესიამ საქართველოში კანაფის წარმოების საკითხი დაბლოკა

 საქართველო, 18 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტმა გადადო კანონპროექტის განხილვა, რომელიც კანაფის მოყვანას და მისგან კოსმეტიკური და ფარმაცევტული პროდუქციის წარმოებას და ექსპორტზე გატანას დაარეგულირებს, განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის სპიკერმა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს მთავრობის ინიციატივამ კანაფის მოყვანის ლეგალიზების შესახებ ექსპორტის მიზნით, რომელსაც მანამდე მარიხუანას შეძენის დაშვება უსწრებდა წინ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უკმაყოფილება გამოიწვია. ეკლესიის პოზიციის გამო დეპუტატების ნაწილმა, მათ შორის მმართველი პარტია ქართული ოცნებადემოკრატიული საქართველოს წევრებმაც მთავრობის ინიციატივის მხარდაჭერაზე უარი განაცხადეს.

კობახიძის თქმით, მომავალ კვირაში პარლამენტი დაიწყებს ცვლილებების განხილვას, რომლებიც მარიხუანას მოხმარებას ეხება. მარიხუანას მოხმარების ლეგალიზება საქართველოში ივლისის ბოლოს მოხდა — შესაბამისი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო. ამის შემდეგ შსს-მ გაავრცელა კანონპროექტი, რომელიც მარიხუანას მოხმარების შეზღუდვას და საექსპორტოდ მისი კულტივირების დაშვებას გულისხმობს.

გადაწყვეტილება მივიღეთ, ორ ნაწილად გავყოთ საკითხები. შსს- თხოვნით იმ საკითხის განხილვას დავიწყებთ, რაც საქართველოში მარიხუანას მოხმარებას ეხება. დღეს საქართველოში ვაკუუმია დარჩენილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან და ჩვენი ამოცანაა ამ ვაკუუმის შევსება. მომავალ სასესიო კვირას იმ ცვლილებების განხილვა დაიწყება, რაც საქართველოში მარიხუანას მოხმარების რეგლამენტაციას ეხება. რაც შეეხება მეორე საკანონმდებლო პაკეტს, მცენარე კანაფის კულტივაციას, აქ არ გვეჩქარება“, — განაცხადა კობახიძემ.

საზოგადოებაში აღნიშნულ საკითხზე უნდა იყოს ერთიანი აზრი, ხაზგასმით აღნიშნა პარლამენტის სპიკერმა.

„საპატრიარქოს წარმომადგენლებთან შეხვედრები გვქონდა, ეს კონსულტაციები გაგრძელდება და ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას“, — განაცხადა კობახიძემ.