სამართალი
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ექსმინისტრმა იგორ გიორგაძემ დაიწყო დოკუმენტების გამოქვეყნება საქართველოში ამერიკული ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ, სადაც ადამიანებზე ლეტალური ექსპერიმენტების ჩატარება შეეძლოთ

 საქართველო, 18 სექტემბერი, საქინფორმი. ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ბიოლაბორატორიის დოკუმენტებს გაეცნოს ვებგვერდზე „Грузия. Вчера, сегодня, завтра“. „ჩვენ ახლა გავხსენით საიტი, რომელსაც ჰქვია „Грузия. Вчера, сегодня, завтра“ და ვტვირთავთ მასალებს, რომლებიც მომაწოდეს, რათა ისინი ღიად მისაწვდომი იყოს“, - თქვა გიორგაძემ RT-სთან ინტერვიუში. ყოფილი ჩინოვნიკი იმედოვნებს, რომ მსოფლიო საზოგადოებრიობის ყურადღებას მიიპყრობს, რათა გაირკვეს, თუ რა ხდება ლუგარის ლაბორატორიაში.

ინტერვიუს სრული ვერსია წაიკითხეთ Sputnik-ის საიტზე „24 смерти в один день“.

გასულ კვირას გიორგაძემ განაცხადა, რომ ხელთ აქვს დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს ბიოლოგიური იარაღის შემუშავებას ლუგარის ცენტრში თბილისის სიახლოვეს, რომელიც აშშ-ის მხარდაჭერით აშენდა.