რელიგია
სიონის ტაძარში წირვას დღეს ათონელი ბერები აღავლენენ

sameba-3საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, დღესვე ბერები თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიას ეწვევიან და სტუდენტებს შეხვდებიან, ხვალ კი ისინი ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად კათოლიკოს-პატრიარქთან, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსთან, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტთან, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორესთან ერთად საღმრთო ლიტურგიას აღავლენენ.

ათონის წმინდა მთის ბერების ჯგუფი საქართველოს გუშინ ეწვია. სტუმრებს შორის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ეფრემი (კოცოუვატოპაიდინოსი) და ამავე მონასტრის საძმოს წევრები - ბერი ტრიფონი (კელაპტრიშვილი), ბერი თეოდოხოსი (ლაშა მრელაშვილი), ბერი ნექტარიოსი (მახარე გელაშვილი) და ბერი ნოკოდიმოსი (ანდრეას დიმიტრიოუ), ასევე, საერო პირები ქრისტოს ჰაჯისპიროუ და ქრისტოს ანდრონისი არიან. ათონელი ბერები საქართველოში 10 დღეს დაჰყოფენ და სიწმინდეებს მოილოცავენ.