უცხოეთი
იგორ გიორგაძე აშშ-ს საქართველოში ადამიანებზე საიდუმლო ექსპერიმენტების ჩატარებაში ადანაშაულებს

 საქართველო, 12 სექტემბერი, საქინფორმი. ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ამჟამად რუსეთში მცხოვრები იგორ გიორგაძე აშშ-ს საქართველოში ადამიანებზე ცდების ჩატარებაში ადანაშაულებს. გიორგაძე, რუსული პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოდან მეგობრებმა, ასობით დოკუმენტი გადასცეს, რომელთა მცირედი შეისწავლა და მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოში რიჩარდ ლუგარის ლაბორატორიის, აშშ-ს სამხედრო სამედიცინო ჯგუფის ბიოლოგები საქართველოს მოსახლეობაზე საიდუმლო ექსპერიმენტებს ატარებდნენ. "ასეთ ექსპერიმენტებს ასობით ჩემი თანამემამულის სიცოცხლე შეეწირა."-აცხადებს გიორგაძე.

pirveliradio.ge