აქტუალური
ფადი ასლი: ქართულ ბიზნესს ინვესტირების ეშინია

fadiსაერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი მიმდინარე წელს მთავარ გამოწვევად ბიზნესსა და მთავრობას შორის ნდობის აღდგენას ასახელებს. ფადი ასლის განმარტებით, ქართული ბიზნესი 2010 წელს სერიოზულად დაზარალდა და ინვესტირების ეშინია, რადგან ფიქრობს, რომ, თუ გააქტიურდება, საგადასახადო სამსახურები შეაწუხებენ. ამასთან, მისი თქმით, მთავრობა დღეს უფრო უფრთხილდება ბიზნესს და გარკვეული ნაბიჯები ნდობის აღსადგენად უკვე იდგმება. ბიზნესი კი ინვესტიციების მოძიებას მაშინ დაიწყებს, როდესაც თავდაჯერებულობას იგრძნობს. ფადი ასლი 2010 წლის მთავარ პრობლემებად საბანკო კრედიტების სიძვირეს, მიუწვდომლობას და შემოსავლების სამსახურის მხრიდან აგრესიულ აუდიტს ასახელებს, რამაც ბიზნესი შეაშინა.