უცხოეთი
თურქეთში ფეთჰულა გიულენთან კავშირის ბრალდებით, რამდენიმე სამხედრო პირის დაკავების ორდერი გასცეს

 საქართველო, 11 სექტემბერი, საქინფორმი. თურქეთის პროკურორებმა ფეთჰულა გიულენთან კავშირის ბრალდებით 102 მოქმედი და ყოფილი სამხედროს დაკავების ორდერი გასცეს. თურქული მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სტამბოლში 56 ადამიანი უკვე დააკავეს.

პარალელურად, ანკარას მთავარმა პროკურატურამ 13 პოლკოვნიკის დაკავების ორდერი გასცა, რომელთაგან სამი მოქმედი სამხედრო მოსამსახურეა.

თურქეთის ხელისუფლება მქადაგებელ ფეთჰულა გიულენს 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ადანაშაულებს.

1tv.ge