პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

 საქართველო, 11 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს არა ბაბლოიანს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე, საპარლამენტო დონეზე აქტიურ თანამშრომლობაზე, ასევე ეკონომიკის, კულტურის, განათლების, ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

აღინიშნა, რომ ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართული მაღალი დონის შეხვედრები ახალ იმპულსს მისცემს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველომ აირჩია საპარლამენტო დემოკრატიის განვითარების გზა და, შესაბამისად, მეგობარი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებთან თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

გაფართოებული ფორმატის შეხვედრა ორი ქვეყნის მთავრობისა და პარლამენტის წევრების მონაწილეობით სომხეთის რესპუბლიკის ეროვნულ ასამბლეაში გაიმართა.

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი, დეპუტატები კახაბერ ოქრიაშვილი, სამველ მანუკიანი, ენზელ მკოიანი და რუსლან პოღოსიანი დაესწრნენ.