რელიგია
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის განცხადებით, მსოფლიო პატრიარქის მიერ უკრაინაში წარმომადგენლების დანიშვნა მოსკოვის საპატრიარქოს კანონიკური ტერიტორიების უხეში დარღვევაა

 საქართველო, 10 სექტემბერი, საქინფორმი. მსოფლიო პატრიარქის მიერ უკრაინაში წარმომადგენლების დანიშვნა რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მოსკოვის საპატრიარქოს კანონიკური ტერიტორიების უხეშ დარღვევად შეაფასა – ამის შესახებ TACC რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სინოდალური განყოფილების თავმჯდომარის ვლადიმერ ლეგოიდის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომლის განმარტებით, ეს ქმედება უპასუხოდ არ შეიძლება დარჩეს.

კონსტანტინოპოლის პატრიარქის ქმედება მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქთან, ასევე კიევის და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტთან შეთანხმების გარეშე მოსკოვის საპატრიარქოს კანონიკური ტერიტორიის უპრეცედენტო, უხეში დარღვევაა. ასეთი ქმედება კი არ შეიძლება უპასუხოდ დარჩეს“, – განაცხადა ვლადიმერ ლეგოიდიმ.

მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდის სამდივნოს ინფორმაციით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების მომზადების ფარგლებში მსოფლიო საპატრიარქო კიევში თავის წარმომადგენლებს გზავნის.

განცხადების თანახმად, კიევში მსოფლიო საპატრიარქოს ეგზარქატები იქნებიან პამფილის ეპისკოპოსი დანიელი აშშ-დან და ედმონტონის ეპისკოპოსი ილარიონი კანადიდან.

შეგახსენებთ, კიევის საპატრიარქოს პრესმდივანმა 31 აგვისტოს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება გადაწყვიტა.