სამართალი
სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზა და ФСБ-ს სასაზღვრო სამმართველოა განლაგებული - მარატ კულახმეტოვი

 საქართველო, 10 სექტემბერი, საქინფორმი. სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების საკითხი რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის თანამშრომლობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, - ამის შესახებ ცხინვალში გამართულ პრესკონფერენციაზე ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის „ელჩმა“ მარატ კულახმეტოვმა განაცხადა.

კულახმეტოვის თქმით, ბოლო ათი წლის განმავლობაში ხელი მოეწერა რიგ შეთანხმებებს, რომთა თანახმად, რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზა და ФСБ- სასაზღვრო სამმართველოა განლაგებული“.

რუსმა მესაზღვრეებმა და სამხედროებმა თავიანთ თავზე აიღეს სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, - აღნიშნა მან.

რუსეთის ე.წ. ელჩმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი და სამხრეთ ოსეთი თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიან სივრცეს ქმნიან, რაც საშუალებას იძლევა, რესპუბლიკის უსაფრთხოება საიმედოდ იყოს დაცული“.