სამართალი
10 წლით ციხე აშშ-ში - კრივში მსოფლიოს ქართველი ჩემპიონის ოჯახი საპროტესტო აქციებს აანონსებს!

 საქართველო, 10 სექტემბერი, საქინფორმი. ამერიკაში დაკავებული სპორტსმენის ავთანდილ ხურციძის მშობლები შვილის უდანაშაულობაში დარწმუნებული არიან და საპროტესტო აქციების დაწყებას აანონსებენ.

დავიწყებთ საპროტესტო აქციებს, რადგან არავინ ყურადღებას არ გვაქცევს, მათ შორის არც მთავრობა. სხვა გზა ჩვენ არ დაგვიტოვეს“, - განაცხადა სპორტსმენის დედამ მაყვალა ხურციძემ.

სპორტსმენის დედა ასევე მოითხოვს რამდენიმე ხნის წინ ციხეში მომხდარი ჩხუბის ამსახველი კადრების გადაცემას. ოჯახის წევრები ფიქრობენ, რომ ბოლოს საპატიმროში მომხდარი ჩხუბიც სასჯელის გასამკაცრებლად დაგეგმილი პროვოკაცია იყო.

ავთანდილ ხურციძე 2017 წლის 8 ივნისს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სხვა პირებთან ერთად დააკავეს. ქართველი მოკრივე ნიუ-იორკის სასამართლომ რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრად ცნო და სასჯელის სახით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.