აქტუალური
თანამდებობიდან გადაყენებული პრემიერი კვირიკაშვილი მონასტერში იმალება, ხოლო საგარეო საქმეთა ექსმინისტრი, შესაძლოა, ციხეში ჩასვან! - საქინფორმი

 საქართველო, 10 სექტემბერი, საქინფორმი. პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის მთავრობის მოსვლის პირველივე დღეებიდან საქინფორმი მის მიმართ სკეპტიკურ განწყობას არ მალავდა და ამისათვის საფუძვლიანი მიზეზები ჰქონდა. მკითხველს, უეჭველია, ახსოვს, რომ პრემიერ კვირიკაშვილის გარდა, საქინფორმის კრიტიკის ობიექტი ყველაზე ხშირად საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე - სააკაშვილის ყოფილი ბიზნესპარტნიორი იყო. მაგრამ საქინფორმიც კი ვერ ივარაუდებდა, რომ ქვეყნის ცუდი პირველი დიპლომატი ელიტური კორუფციის სქემის ფიგურანტი აღმოჩნდებოდა, რომლის სათავეში კვირიკაშვილი იდგა.

სკანდალურ ბანკირ ხაზარაძესთან ტანდემში ანაკლიის პორტის დაუმუშავებელ პროექტში სახელმწიფოს ჩათრევის გამო კვირიკაშვილის გადაყენების შემდეგ კორუფციაში ეჭვმიტანილ და პროკურატურის მიერ დაკითხულ პირთა წრე გამუდმებით ფართოვდება. ფინანსთა და ეკონომიკური განვითარების მინისტრების - ქუმსიშვილისა და ალავიძის შემდეგ გამოძიება ჯანელიძით დაინტერესდა.

როგორც აღმოჩნდა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი შენობისთვის დახარჯული მილიონები, შესაძლოა, მიხეილ ჯანელიძის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყების მიზეზი გახდეს. ლეონიძის 3 ნომერში საგარეო უწყება ჯერ არ გადასულა, თუმცა, შენობა ბიუჯეტს უკვე დაახლოებით 20 მილიონი ლარი დაუჯდა.

ტენდერის გარეშე, გამარტივებული წესით გაფორმებული ხელშეკრულებების ნაწილი კორუფციის რისკების გამო არასამთავრობო ორგანიზაციის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა.

ინფორმაციის თავისუფლების განვითრების ინსტიტუტის მიერ გაშიფრული სქემის მიხედვით, პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მიხეილ ჯანელიძეს სამინისტროს ახალი შენობის რემონტის დაწყებამდე საპროექტო სამუშაოებისთვის 737 ათასი ლარი გამოუყო. სამინისტრომ მეორე დღესვე, ტენდერის გამოცხადების გარეშე, ხელშეკრულება ერთი დღის დაფუძნებულ კომპანია ლენდ მარკ პროჯექტსგაუფორმა, რომლის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვატო მახარობლიშვილის ძმა - ავთანდილ მახარობლიშვილია.

დოკუმენტებით ირკვევა, რომ ლენდ მარკ პროჯექტის დირექტორი ხათუნა კიკვაძე, თუმცა, მისმა ოჯახმა ინფორმაცია მის შესახებ კურიერისგან შეიტყო.

კომპანიის დირექტორი კურიერის შეკითხვებს არ პასუხობს, მაგრამ მას ჩენების მიცემა, სავარაუდოდ, პროკურატურისთვის მოუწევს. სანდო წყარო რუსთავი 2-ს უყვება, რომ აუდიტის სამსახურმა საგარეო საქმეთა სამინისტროს შემოწმების დროს მინისტრის მოადგილის ძმისათვის გადარიცხული 737 ათასი ლარი საეჭვოდ მიიჩნია და დოკუმენტაცია მთავარ საგამოძიებო უწყებას გადაუგზავნა.