სამართალი
წერეთელზე ბანკის ფილიალის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

 საქართველო, 7 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული .. ქურდობის მცდელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს (ვიდეო იხ. აქ).

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა .. იმ დროს დააკავეს, როცა ის წერეთლის გამზირზე მდებარესაქართველოს ბანკიდანფულის მოპარვას ცდილობდა. მათივე ცნობით, ბრალდებულმა ბანკის შენობაში კარის დაზიანებით შეაღწია, მოლარე-ოპერატორის უჯრიდან ფული ამოიღო, გამოიტანა და გაქცევას ცდილობდა. პოლიციამ .. შემთხვევის ადგილზე დააკავა.

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.