უცხოეთი
დიდი ბრიტანეთის პოლიციამ სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლაში ორი ეჭვმიტანილი დაასახელა

 საქართველო, 6 სექტემბერი, საქინფორმი. დიდი ბრიტანეთის პოლიციამ სოლსბერიში სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლაში ორი ეჭვმიტანილი დაასახელა.

სკოტლენდ იარდის ინფორმაციით, რუსეთის სახელმწიფო სადაზვევრო სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკისა და მისი შვილის მოწამვლის საქმეში ეჭვმიტანილები ალექსანდრ პეტროვი და რუსლან ბოშიროვი არიან.

სამართალდამცველების განცხადებით, მათთავი ბრალის წარსადგენად საკმარისი მტკიცებულებები არსებობს. გამოძიების ინფორმაციით, ისინი ბრიტანეთში ყალბი სახელებით ჩავიდნენ.

სერგეი სკრიპალი და იულია სკრიპალი მარტში ინგლისის ქალაქ სოლსბერიში ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით „ნოვიჩოკით“ მოწამლეს. დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება მომხდარზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიების შედეგებთან დაკავშირებით ტერეზა მეი ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს.

1tv.ge