აშშ-ის საელჩოს განცხადებით, მათ ხელთ აქვთ არა ერთი ცნობა საქართველოში ელექტრონული თაღლითური სქემის შესახებ, რომელიც «Green Card»-ის (“მწვანე ბარათი”) ლატარიას ეხება.
საელჩო მიმართავს მოქალაქეებს, გაითვალისწინონ, რომ ლატარიაში გამარჯვებულებს არ ეგზავნებათ ინფორმაცია, რომ მათ მოიგეს “«Green Card»-ი. 2012 წლის ლატარიაში მონაწილე პირებმა 2011 წლის 1 მაისიდან 30 ივნისამდე ინფორმაცია უნდა მოიძიონ შემდეგ ინტერნეტ–მისამართზე: http://www.dvlottery.states.gov მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი იმის გარკვევა, გაიმარჯვეთ თუ არა “მწვანე ბარათის” ლატარიაში.
თაღლითები თავიანთ სქემაში იყენებენ შემდეგ ელექტრონულ მისამართებს: dv.states.gov@usa.com, us.states.gov@usa.com, usagreencard2010@aol.com. აშშ-ის საელჩო სთხოვს საქართველოს მოქალაქეებს, არ უპასუხონ ამ მისამართებიდან მიღებულ წერილებს.