აქტუალური
საქართველოს მუდმივად აქვს გამოწვევები, მაგრამ სხვა ქვეყნებთან შედარებით, ბევრად უკეთესად გამოიყურება - იოჰანეს ჰანი

 საქართველო, 5 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს მუდმივად აქვს გამოწვევები, მაგრამ სხვა ქვეყნებთან შედარებით, ბევრად უკეთესად გამოიყურება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ დასმულ კითხვაზე ევროკომისარმა აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და პროფესიული სასამართლო სისტემა.

„კომუნისტურ სამყაროში ეს სისტემა მნიშვნელოვან როლს არ ასრულებდა, რადგან მის მიმართ ნდობა არ იყო. ეს სისტემა უნდა შეიქმნას. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რიგითი მოქალაქეებისთვის. გამოწვევებზე საუბრისას, ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მედიის თავისუფლება“, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.