აქტუალური
აფხაზეთში სამხედრო წვრთნებში „ისკანდერ-M”-ისა და 2С4 „ტიულპანების“ დივიზია მონაწილეობს

 საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. აფხაზეთში მიმდინარე სამხედრო წვრთნებში ისკანდერ-M”-ისა და 2С4 „ტიულპანების დივიზია მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ სარაკეტო კომპლექსები და მობილური ნაღმმტყორცნები მართვის ავტომატიზებულ სისტემაშია ჩართული.

როგორც რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, შეიარაღება აფხაზეთში ყუბანიდან და ადიღეიდან ჩაიტანეს.

მოსკოვში ამბობენ, რომ როტაციული ტაქტიკური სწავლება რეგიონში 20 აგვისტოს დაიწყო და 15 სექტემბრამდე გაგრძელდება. პრესრელიზში ნათქვამია, რომ აფხაზეთში მდებარე პოლიგონზე წვრთნებში ოთხი ათასი სამხედრო მოსამსახურე ჩაერთო.