უცხოეთი
თეირანში 7 სექტემბერს რუსეთის, თურქეთისა და ირანის პრეზიდენტები შეხვდებიან

 საქართველო, 3 სექტემბერი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 7 სექტემბერს თეირანში, სირიის კრიზისის დარეგულირების საკითხისადმი მიძღვნილ სამიტს დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ადასტურებს. შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იქნებიან თურქეთისა და ირანის პრეზიდენტები.

ამავე სამიტის ფარგლებში, ვლადიმერ პუტინი თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან პირისპირ შეხვედრასაც გამართავს.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად სამიტის გამართვა ირანის ქალაქ თებრიზში იგეგმებოდა, თუმცა ოფიციალურმა თეირანმა ის დედაქალაქში გადმოიტანა.

ეს სირიის კრიზისთან დაკავშირებით, რუსეთს, თურქეთსა და ირანს შორი სრიგით მესამე სამიტი იქნება.

1tv.ge