სამართალი
კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ცესკო-მ უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა

 საქართველო, 31 აგვისტო, საქინფორმი. №04 კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს დავით ფეტვიაშვილს ცესკო-მ უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა. განკარგულების მიღების მიუხედავად, ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ განაცხადა, რომ ფაქტის შესწავლა გაგრძელდება.

შიდა აუდიტის სამსახურმა გააგრძელოს ამ საკითხის შესწავლა. ნახოს, ხომ არ არის რაიმე დამატებითი გარემოებები ამ ფაქტთან დაკავშირებით. ასევე დაველოდები მასალას, რომელიც ჯერ არ მიგვიღია და სრულყოფილად ვნახავთ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, რა იქნება შესასწავლი. აუცილებლად მინდა დავაფიქსირო, რომ მოკვლევა უნდა გაგრძელდეს და ყველა ფაქტი, დეტალი, რომელიც შეიძლება კავშირში იყოს, უნდა იქნ შესწავლილი ცესკო- მიერ“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

ცესკო-ს თავმჯდომარემ სხდომაზე იმ ჩანაწერზეც ილაპარაკა, რომელიც ოპოზიციამ გაავრცელა.

„მედიაში ვრცელდება, თითქოს ცესკო​ ჩანაწერის ავთენტურობას სწავლობს. მასალის აუთენტურობას ან მის ნამდვილობას ცესკო ვერანაირად ვერ შეისწავლის, რადგან ამის  შესაძლებლობა არ აქვს”, - განმარტა თამარ ჟვანიამ.