პუბლიკაციები
ჯუმბერ კირვალიძე ქართველ ლიბერალებს მიმართავს

 საქართველო, 31 აგვისტო, საქინფორმი. პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე ქართველ ლიბერალებს მიმართავს. როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, ქართველი ლიბერასტები ილია ჭავჭავაძის ლიბერალობაზე აპელირებენ და სინამდვილეში, სწორედ ილიას საქართველოს ებრძვიან. 

"თანამედროვე ქართველო ლიბერალებო (ნეო, ულტრა, "ლიბერასტებო"), მუდამ რომ იშველიებთ და სპეკულირებთ იმით, რომ დიდი ილია ჭავჭავაძე ლიბერალი იყოო და ეს არგუმენტად მოგაქვთ პოლემიკისას, რათა თქვენი ანტიეროვნული და ანტიქრისტიანული მოქმედებანი გაამართლოთ, აი, ილიას ამ ცნობილ ციტატაზე რაღას იტყვით?! - „საქართველოს ერმა გადაიხსნა გული, შიგ განიბნივა იგი ჯვარი პატიოსანი და თვითონაც ჯვარს ეცვა და არავის კი არ შეარყევინა არც თავისი გული და არც გულში ღრმად და მკვიდრად გაბნეული ჯვარი. მას აქეთ თხუთმეტი საუკუნე გულში ჯვრით და ხელში ხმლით იბრძოდა, იღვწოდა, სისხლსა ჰღვრიდა ქართველი კაცი და ნათელი ბნელზედ ვერავინ შეაცვლევინა"! 

- ოლოლო, თქვენა! დიახ, ილიასეულ ლიბერალიზმთანაც არაფერი გაქვთ საერთო, ვინაიდან, თქვენი შინაგანი არსებით ანტიქართულად ხართ განწყობილები ყველაფერი ქართულის მიმართ, სამწუხაროდ და თქვენდა საუბედუროდ! თქვენ, თანამედროვე ლიბერასტები დიდ საშიშროებას წარმოადგენთ საქართველოსა და ქართველი ერისთვის, მისი მომავლისთვის და თვითმყოფადობისთვის, ამიტომაც, რაც შეიძლება სწრაფად, უკვე 2018 წელს უნდა მოხდეს თქცენი ჩამოშორება ხელისუფლებებიდან: პარლამენტიდან, მთავრობიდან, პრეზიდენტის პოსტიდან, სასამართლოებიდან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული მასმედიიდან", - აცხადებს კირვალიძე.